საავტორო უფლებათა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაცია პრემია „იკას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საავტორო უფლებათა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაცია პრემია „იკას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაცია პრემია „იკას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პრემია „იკას“ დირექტორმა, მარიამ გიორგობიანმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ.

დოკუმენტი მიზნად ისახავს საავტორო უფლებების დაცვის მიზნით მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას. ასოციაცია მუდმივად ითანამშრომლებს პრემია „იაკსთან“ და უზრუნველყოფს გამარჯვებულების საავტორო უფლებების სათანადოდ დაცვას.

პრემია „იკა“ არის ახალი ყოველწლიური პრემია კულტურის დარგში, რომლიც მიზნად ისახავს, გამოავლინოს და დააჯილდოვოს დამწყები არტისტები ხელოვნების სფეროს შემდეგ რვა ნომინაციაში: მუსიკა, ლიტერატურა, კინო, პოსტერის დიზაინი, ილუსტრაცია, მხატვრობა, ფოტოგრაფია, ხელნაკეთი ნივთები.

გამარჯვებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, წარდგნენ ფართო საზოგადოების წინაშე და პრემია „იკას“ პარტნიორებისგან მიიღონ ხელშეწყობა საკუთარი შემოქმედების განვითარებაში.