საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, სადაც ფერდი ჩამოიშალა, სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ყველაფერი პროექტის შესაბამისად გაკეთდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, სადაც ფერდი ჩამოიშალა, სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ყველაფერი პროექტის შესაბამისად გაკეთდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, უბისა-შორაპნის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, სადაც მეწყრული პროცესების შედეგად ფერდი ჩამოიშალა, სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

მისივე თქმით, ყველაფერი პროექტის შესაბამისად განხორციელდება.

„ამ მეწყრული ადგილის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო. შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილება არსებობს და აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. უხვი ნალექის შედეგად, სამწუხაროდ, ფერდი ჩამოიშალა, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს დატერასება და გამაგრებითი სამუშაოები. ფერდის ჩამოშლამ დააზიანა ბეტონი. ბეტონი გასუფთავდება, ფერდი ჩამოიწმინდება და სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ყველაფერი გაკეთდება პროექტის შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.