საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, „მეგზევის დღე“ აღინიშნება

07:22, 10.12.2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, დღეს „მეგზევის დღე“ აღინიშნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე დეპარტამენტის წლის ანგარიშს წარადგენენ და დამსახურებული მეგზევეები დაჯილდოვდებიან.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება დღეს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.

მსგავსი