საარჩევნო ადმინისტრაცია თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები
საარჩევნო ადმინისტრაცია თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს და მოუწოდებს მათ ვადების გათვალისწინებით დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება და საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების თვითმმართველი ქალაქის, თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას.

„თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 23 დან 25 ოქტომბრის ჩათვლით დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკო-ს კონტაკტ ჰაბს ტლეფონის ნომერზე 2 51 00 51. შიდა ნომერი -0, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური უბნები უკვე შექმნილია. ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით. ასევე შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველი ქალაქის და თვითმმართველი თემის არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ გადასატანი ყუთის მეშვეობით, კენჭისყრის პროცედურა დაიწყება დილის 08:00 საათზე და დასრულდება საღამოს 20:00 საათზე. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს და მოუწოდებს მათ, ვადების გათვალისწინებით, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი