სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის საჩივარი, რომელიც პენსილვანიაში ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა
აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საჩივარი, რომელიც პენსილვანიაში ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა.
მედიის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ფედერალური მოსამართლის დადგენილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის მოთხოვნა.
აშშ-ის პრეზიდენტო დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. როგორც მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დაამტკიცებს, რომ 80 მილიონი ხმა უკანონო გზით არ იყო მოპოვებული.