საახალწლო ღონისძიებაზე რუსეთის ჰიმნის შესრულებისას ხიდი ჩაინგრა [ვიდეო]

მოსკოვში რუსეთის ჰიმნის შესრულებისას ხიდი ჩამოინგრა. ინციდენტი გორკის ბაღში საახალწლო ღონისძიებების დროს მოხდა. ხის კონსტრუქცია ყინულის საციგურაო მოედნის თავზე იყო დამონტაჟებული. ნგრევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. მათ დახმარება ადგილზევე გაუწიეს. მოსკოვის მერიაში განაცხადეს, რომ ხიდი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოინგრა.