საახალწლო დღეებში 20-მდე ადგილზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება
საახალწლო დღეებში 20-მდე ადგილზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება

საახალწლო დღეებში დაახლოებით 20-მდე ადგილზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეებს საახალწლოდ თავიანთი პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჭრობა ნებადართული იქნება: გლდანში – მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა; მუხიანი, ნოდარ დუმბაძის გამზირი, II მ/რ;

ნაძალადევში – მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორია; მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორია;

დიდუბეში – დინამოს ბაზის მიმდებარედ, პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების კვეთა; მეტროსადგურ „დიდუბეს“ მიმდებარედ, ტრანსპორტის ქუჩა; დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;

ვაკეში– მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორია; მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორია;

საბურთალოზე – ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ, შარტავას ქუჩა; სპორტის სასახლის მიმდებარედ;

ისანში – ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩა; ვაზისუბანი, I მიკრორაიონის 12-ე კორპუსის მიმდებარედ;

სამგორში – ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, N10; მეტრო „ვარკეთილის მიმდებარედ“, ჯავახეთის ქუჩა.