„სააკაშვილს სურს, რომ ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს“
„სააკაშვილს სურს, რომ ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს“

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ‌გია ვოლსკის შეფასებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მოქმედებები უკრაინისთვის რაიმე პოზიტიურის მომტანი არ არის. ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ შესაძლოა, მისი დაკარგვა მოხდეს.

“მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს. უკრაინაში მისი მოქმედებები უკრაინისთვის რაიმე პოზიტიურის მომტანი არ არის. მითუმეტეს, მისი მართვის სტილიც კარგად გვახსოვს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მას კანონის წინაშე ბევრ საკითხზე პასუხი აქვს გასაცემი. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები ისტერიკას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულ მსჯელობას, მათ შორის, სააკაშვილთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გენერალურ პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მისი დაკავება დაავალა.