საად ალ-ჰარირი ბეირუთში ჩავიდა
საად ალ-ჰარირი ბეირუთში ჩავიდა

საად ალ-ჰარირი ბეირუთში ჩავიდა. ლიბანის პრემიერი სამშობლოში 4 ნოემბერს ერ-რიადში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაბრუნდა, რომლის მიხედვითაც ჰარირი მთავრობის მეთაურის პოსტს ტოვებდა. მიზეზად კი ირანისა და ირანისგან მართული ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლასგან“ არსებულ საფრთხეს ასახელებდა.

პოლიტიკოსის ამ ნაბიჯმა ქვეყანა რეგიონში არსებული კრიზისის ფრონტის ხაზზე მოახვედრა.

ჰარირის ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურები დახვდნენ.

ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი ჰარირის გადადგომის აღიარებაზე უარს ამბობდა, სანამ ის ქვეყანაში არ დაბრუნდებოდა. მანამდე აუნი აცხადებდა, რომ ჰარირი ერ-რიადის ტყვეობაში იყო და განცხადებაც მათი ზემოქმედების ქვეშ გააკეთა.

ჰარირიმ კი პასუხად Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ერ-რიადში მისი ყოფნის მიზეზი ლიბანის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისა და გარემომცველ არაბულ სამყაროსთან ურთიერთობის დარეგულირების გზების ძიება იყო.

ლიბანის პრემიერს მჭიდრო კავშირები აქვს საუდის არაბეთთან. ის ლიბანისა და საუდის არაბეთის ორმაგი მოქალაქეა, აქვს ქონება სამეფოში და ერ-რიადი მისი პოლიტიკური პარტიის მთავარი მოკავშირეა.