S-300 სისტემის გადაცემის ფარგლებში რუსეთმა სირიას 49 ერთეული ტექნიკა მიაწოდა
S-300 სისტემის გადაცემის ფარგლებში რუსეთმა სირიას 49 ერთეული ტექნიკა მიაწოდა

S-300 სისტემის გადაცემის ფარგლებში რუსეთმა სირიას 49 ერთეული ტექნიკა მიაწოდა, – ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

შოიგუს განმარტებით, სირიას კომპლექსი სრულად გადაეცა და ახლა სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, სირიაში ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნაზე მუშაობა ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, S-300 სისტემების გადაცემა 2013 წელს ისრაელის მოთხოვნით შეჩერდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ახლა სიტუაცია შეიცვალა.