რუვენ რივლინი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

16:03, 26.05.2020
Israel’s President Reuven Rivlin, smiles during his meeting with German Foreign Minister Frank-Walter Steinmeier at the President’s residence in Jerusalem, Sunday, May 31, 2015. Steinmeier is on an official visit to the region. (AP Photo/Sebastian Scheiner)

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუვენ რივლინის მილოცვა სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქგვერდზეა“ განთავსებული.

„მოხარული ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კარგი ურთიერთობითა და თანამშრომლობით, რომელიც ეფუძნება დაახლოებით 2 600 წლოვან ებრაელთა საქართველოში ცხოვრების ძალიან დიდ ისტორიას.

ისრაელი და საქართველო დღეს საერთო ბედს იზიარებენ, რადგან ჩვენ ორი უძველესი ისტორიის მქონე ხალხი ვართ, რომლებიც ახლად წარმოქმნილ და ახალგაზრდა დამოუკიდებელ ქვეყნებს ვფლობთ.

ჩვენ ახლა ყველანაირ ძალისხმევას ვდებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელი იქნება პირველი, რომელიც ხელს მოაწერს ტურიზმისა და საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულებას საქართველოსთან, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდგომ“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

მსგავსი