რუუდ ვან ნისტელროი „ეინდჰოვენში“ მწვრთნელად იმუშავებს
რუუდ ვან ნისტელროი „ეინდჰოვენში“ მწვრთნელად იმუშავებს

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი ერედივიზიონის ერთ-ერთი ლიდერის „ეინდჰოვენის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.

როგორც კლუბის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, 44 წლის ვან ნისტელროი „ეინდჰოვენის“ U21 გუნდში მუშაობას პირველი ივლისიდან დაიწყებს. ამასთან, ჯერ არ არის შეთანხმებული კონტრაქტის პირობები.

ვან ნისტელროი 2018 წელს მუშაობდა „ეინდჰოვენის“ U18-ის გუნდში, შემდეგ კი წვრთნიდა 19-წლამდელთა გუნდს.

გარდა ამისა, ყოფილი ფორვარდი ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე შეუერთდება ნიდერლანდების საწვრთნელ შტაბს.