რუსულმა უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ პოლიტპატიმრად აღიარა შამანი, რომელიც „რუსეთის კრემლიდან განდევნას“ აპირებდა
რუსულმა უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ პოლიტპატიმრად აღიარა შამანი, რომელიც „რუსეთის კრემლიდან განდევნას“ აპირებდა

რუსულმა უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ პოლიტპატიმრად აღიარა შამანი, რომელიც „რუსეთის კრემლიდან განდევნას“ აპირებდა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შამან ალექსანდრ გაბიშევს თავისუფლება პოლიტიკური და რელიგიური შეხედულების გამო აღუკვეთეს.

„ის ფაქტი, რომ გამოძიებამ ცხრა თვის განმავლობაში ვერ წარუდგინა გაბიშევს ბრალდება სისხლის სამართლის საქმეზე, მიუთითებს მის უდანაშაულობაზე“, – ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.

მანამდე რუსეთის დუმის დეპუტატმა ფედოტ ტუმუსოვმა სთხოვა რუსეთის გენერალურ პროკურორს, შამან გაბიშევის საქმეში ჩაერიოს. ამჟამად გაბიშევი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერშია მოთავსებული. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ 2 ივნისს მიიღო.

სასამართლოს არ დაუდგენია, თუ რამდენი ხანი უნდა იყოს გაბიშევი დისპანსერში. აქტში „შამანის“ ჯანმრთელობის თაობაზე წერია, რომ მას „საკუთარ პიროვნებაზე ზედმეტი წარმოადგენა აქვს“ და რომ მან „არჩეული ხელისუფლების გადაყენება მოითხოვა“.

მანამდე „ამნესთი ინთერნეიშენელმაშამანს“ სინდისის პატიმარი უწოდა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ გაბიშევმა, 2019 წლის მარტში, მომხრეებთან ერთად მოსკოვისკენ მსვლელობა დაიწყო. ის აცხადებდა, რომ კრემლიდან პუტინის განდევნას აპირებს. შამანი ირკუტსკის ოლქის საზღვართან დააკავეს.