რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 162 დრონი გაუშვეს, იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 162 დრონი გაუშვეს, იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

რუსულმა ძალებმა ღამით უკრაინის მიმართულებით 162 დრონი გაუშვეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მათგან 82-ის ჩამოგდება შეძლეს. იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

თავდასხმა ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ვინიცის, მიკოლაივის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით მოხდა.

კიევში, ბორისპილის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სასწავლო დაწესებულება.

დონეცკის რეგიონზე თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი დრონი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ვარაუდობენ, რომ რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ნანგრევების ქვეშ ადამიანები რჩებიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, რომ მთლიანობაში ქალაქ კონსტანტინოვკაში დაზიანდა 10 საცხოვრებელი კორპუსი, 21 კერძო სახლი, სამი სამრეწველო ობიექტი, მაღაზია, 16 ავტოფარეხი, ორი ელექტროგადამცემი ხაზი და ცხრა მანქანა.