რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინაზე მორიგი იერიში განახორციელეს

10:36, 09.08.2026

გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში განახორციელეს. საჰაერო თავდასხმის შედეგად ხარკოვში 10-სართულიანი შენობა დაზიანდა, არის მსხვერპლიც.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

მისივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ოდესის მიმართულებითაც, სადაც რუსულმა ძალებმა ბალისტიკური და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გამოიყენეს. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი