რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი დაღუპულის შესახებ, თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

თავდასხმის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი უბანი საავიაციო ბომბებით დაიბომბა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ცეცხლი გავრცელდა.