რუსულმა ავიაციამ სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქებზე საჰაერო დარტყმები განაახლა
რუსულმა ავიაციამ სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქებზე საჰაერო დარტყმები განაახლა

რუსულმა ავიაციამ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქებზე საჰაერო დარტყმები განაახლა.

უფლებადამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილია 20-ზე მეტი და დაშავებულია ათობით ადამიანი.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, საჰაერო იერიში იდლიბში პირველია მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ თურქეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.

სირიის სამოქალაქო თავდაცვის რაზმები და „თეთრი ჩაფხუტები“ სოციალურ ქსელებში ავიადარტყმების შედეგად დაშავებულებისა და ნგრევის ვიდეოკადრებს ავრცელებენ.