რუსული პანკ-ჯგუფის Pussy Raiot-ის წევრი მოსკოვში დააკავეს
რუსული პანკ-ჯგუფის Pussy Raiot-ის წევრი მოსკოვში დააკავეს

რუსული პანკ-ჯგუფის Pussy Raiot-ის წევრი მოსკოვში დააკავეს. მარია ალიოხინა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობასთან მივიდა პლაკატით, რომელზეც ეწერა – „გილოცავთ იუბილეს, ჯალათებო“.

შეგახსნებთ, დღეს რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები უწყების 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

როგორც გამოცემა „მედიზონა“ იტყობინება, ალიოხინასთან ერთად დაკავებულია ორი ფოტოგრაფი, რომლებიც მის იმპროვიზირებულ აქციას იღებდნენ.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.