რუსული ონლაინ პლატფორმის, Ozon-ის ცნობით, გასულ ღამეს სანკტ-პეტერბურგში მდებარე მათ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიშები დრონებით მიიტანეს

13:40, 18.10.2026

რუსული ონლაინ პლატფორმის, Ozon-ის ცნობით, გასულ ღამეს სანკტ-პეტერბურგში მდებარე მათ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიშები დრონებით მიიტანეს. ინფორმაციას კომპანია საკუთარ ტელეგრამარხზე ავრცელებს.

„გუშინ ღამით სანკტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთ ლოგისტიკურ ცენტრზე თავდასხმა დრონით მიიტანეს. ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვიყვანეთ ყველა თანამშრომელი და არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

მედიის ცნობით, ლოგისტიკურ ცენტრში შენახული პროდუქცია ონლაინ სიიდან ამოიღეს. ასევე გაუქმდა ის შეკვეთები, რომელთა მიწოდებაც სხვა ობიექტებიდან შეუძლებელი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში მდებარე Ozon-ის ლოგისტიკური საწყობის ფართობი 51,500 კვადრატული მეტრია.

მსგავსი