რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ უპილოტო აპარატებით მოსკოვის ცათამბჯენი დაბომბა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე სცადა თავდასხმა
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ უპილოტო აპარატებით მოსკოვის ცათამბჯენი დაბომბა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე სცადა თავდასხმა

უკრაინის არმიამ უპილოტო აპარატებით მოსკოვის ცათამბჯენი დაბომბა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე სცადა თავდასხმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, კიდევ ერთმა უპილოტო თვითმფრინავმა რადიოელექტრონული საშუალებების ზემოქმედებით კონტროლი დაკარგა და „მასკვა სითის“ ტერიტორიაზე დაეცა.

მანამდე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი კომპლექსის ერთ-ერთ კოშკს შეეჯახა და მინები დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა სამხედრო ხომალდებმა უკრაინის სამი საზღვაო უპილოტო აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მათზე თავდასხმას ცდილობდნენ.

უკრაინის სამიზნე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდები – „სერგეი კოტოვი“ და „ვასილი ბიკოვი“ აკონტროლებენ გემებს შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სევასტოპოლიდან 340 კილომეტრში.