რუსული მედიის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავმა კამჩატკაზე კატასტროფა განიცადა, რასაც სავარაუდოდ 28 ადამიანი ემსხვერპლა
რუსული მედიის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავმა კამჩატკაზე კატასტროფა განიცადა, რასაც სავარაუდოდ 28 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული მედიის ინფორმაციით, „ან-26“-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა კამჩატკაზე კატასტროფა განიცადა, რასაც სავარაუდოდ 28 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა თვითმფრინავის ნაწილები სანაპირო ზოლის მხრიდან ასაფრენი ბილიკიდან ოთხ კილომეტრში აღმოაჩინეს.

რუსული მედია წერს, რომ სამძებრო სამაშველო ოპერაციას ლანდშაფტის თავისებურება ართულებს.

თვითმფრინავი პეტროპავლოვკს-კამჩატსკიდან დასახლებულ პუნქტ პალანას მიმართულებით მიფრინავდა და დაშვების დროს დანიშნულების ადგილიდან ცხრა კილომეტრში რადარებიდან გაუჩინარდა.

ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და 22 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი და პალანას მმართველი ოლგა მოხირევა.

გავრცელებული ცნობით, ავიაკატასტროფის შესაძლო მიზეზი შესაძლოა ძლიერი გვერდითი ქარი გახდა, რის შედეგად თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა და ნაწილები ზღვაში ჩაცვივდა.