რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებენ
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებენ

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. რუსული მედია ამ ინფორმაციას თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის „ვოსტოკის“ ბრიგადის მეთაურზე, ალექსანდრ ხოდაკოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანია „რასია 1“- ის პირდაპირ ეთერში ხოდაკოვსკიმ თქვა, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიის გვირაბიდან ცხრა სამხედრო გამოვიდა თეთრი დროშით.

„როგორც გაირკვა, რამდენიმე ადამიანი გამოვიდა ქარხნის ტერიტორიიდან და ჩვენს სამხედროებთან ერთად შიგნით შებრუნდა მოლაპარაკებების პროცესისთვის, ჯერჯერობით მოლაპარაკების შედეგი ჩვენთვის უცნობია“, – განაცხადა ხოდაკოვსკიმ.