რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ჩამოაგდო უკრაინული თვითმფრინავი, რომელსაც დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი გადაჰქონდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა საჰაერო-საზენიტო სისტემებმა ოდესის რეგიონში უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელსაც დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღება გადაჰქონდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენელ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოდესის რეგიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო უკრაინული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლის გამოყენებით დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული დიდი ოდენობით იარაღი გადაჰქონდათ“, – აღნიშნა კონაშენკოვმა.