რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, აფეთქებებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

მანამდე ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტს, რომელიც მდებარეობს ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში.

როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა და შვიდი სახლი დაზიანდა.

დატოვე კომენტარი