რუსული მედიის ინფორმაციით, ლიეტუვამ და რუსეთმა ჯაშუშობაში ბრალდებული პირები გაცვალეს
რუსული მედიის ინფორმაციით, ლიეტუვამ და რუსეთმა ჯაშუშობაში ბრალდებული პირები გაცვალეს

ლიეტუვამ და რუსეთმა ჯაშუშობაში ბრალდებული პირების გაცვლა განახორციელეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მანამდე, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჯაშუშობაში ბრალდებული რუსეთის ორი მოქალაქე ნიკოლაი ფილიპჩენკო და სერგეი მოისენკო შეიწყალა. ისინი 2017 წელს რუსეთში ჯაშუშობისთვის გაასამართლეს.

„ბალტიკ ნიუს სერვისის“ ცნობით, გამოძიება მიიჩნევდა, რომ ფილიპჩენკო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, ხოლო მოისენკო ლიეტუველი ოფიცრების გადაბირებით იყო დაკავებული. მათ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

თავის მხრივ, მოსკოვში ამავე დანაშაულში მხილებული ლიეტუვის ორი მოქალაქე, ევგენი მატაისტისი და არისტიდასა ტამოშაიტისი შეიწყალეს. მათ რუსეთში 13 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. რუსეთის მტკიცებით, აღნიშნული პირები ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები არიან.

პატიმრები ახლა უკვე სამშობლოში იმყოფებიან. როგორც ცნობილია, ლიეტუვის მოქალაქეებთან ერთად, ევროპულ სახელმწიფოში ნორვეგიის ერთი მოქალაქე გადავიდა, რომელიც მოსკოვმა ასევე გაათავისუფლა. ამჟამად ის ლიეტუვაში, ნორვეგიის საელჩოში იმყოფება.

როგორც ცნობილია, ჯაშუშების გაცვლასთან დაკავშირებით რუსეთი, ლიეტუვა და ნორვეგია რამდენიმე თვის კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.