რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ფრონტზე „ნაცრისფერი ზონის“ ნაწილი დაიკავეს
რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ფრონტზე „ნაცრისფერი ზონის“ ნაწილი დაიკავეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ფრონტზე ე.წ. ნაცრისფერი ზონის ნაწილი დაიკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ევგენი ბალიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის რეგიონში მყოფი სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინის არმია ფრონტის ხაზზე მწვანე ზოლში გააქტიურდა, აგროვებს სამხედრო ძალებს, რასაც რუსი სამხედროები აქტიურად აკვირდებიან.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების თქმით, ზაპოროჟიეში მოსალოდნელია უკრაინის კონტრშეტევა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ მიიღო მეტი დასავლური ტექნიკა, მათ შორის ფრანგული ჯავშანტექნიკა, აშშ-ის „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემები და კიდევ ერთი „ირის-ტე“ სისტემა გერმანიიდან.