რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლუგანსკში, ბელორეჩენსკაიას მაღაროზე დარტყმის შემდეგ 41 მუშა მიწის ქვეშ რჩება
რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლუგანსკში, ბელორეჩენსკაიას მაღაროზე დარტყმის შემდეგ 41 მუშა მიწის ქვეშ რჩება

რუსეთის მიერ კონტროლირებად ლუგანსკის რეგიონში, ბელორეჩენსკაიას მაღაროზე უკრაინის იერიშის შედეგად 41 მაღაროელი მიწის ქვეშ დარჩა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის ლიდერის, ლეონიდ პასეჩნიკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად ელექტროქვესადგური დაზიანდა.

„გუშინ, ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელორეჩენსკაიას მაღაროზე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ელექტროქვესადგური დაზიანდა. ელექტროენერგიის გათიშვამ 41 მაღაროელი დააზარალა, რომლებიც ამჟამად მიწისქვეშ იმყოფებიან. მათთან კონტაქტი დამყარდა და მათ სასმელი წყალი მიეწოდებათ. ყველა საჭირო სამსახური ზომებს იღებს მაღაროელების გადასარჩენად და მაღაროში ელექტროენერგიის აღსადგენად“, – აცხადებს პასეჩნიკი.