რუსული მედიის ცნობით, უკრაინაზე თავდასხმის დროს კიევის რეგიონში ნატო-ს ოფიცერთა სამეთაურო ბუნკერი განადგურდა
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინაზე თავდასხმის დროს კიევის რეგიონში ნატო-ს ოფიცერთა სამეთაურო ბუნკერი განადგურდა. რუსული მედია წერს, რომ ქვეყნის სამხედროებმა ჟულიანის აეროპორტის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატების ძრავების მწარმოებელ სახელოსნოს და ბორისპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ბანაკს დაარტყეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის არმიამ გაანადგურა, სულ მცირე, ერთი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა და იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს აეროპორტზე, რომელსაც მებრძოლები დრონების გასაშვებად იყენებდნენ.
რუსული მედია წერს, რომ ოდესის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალებმა პორტის ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგად ნატო-ს აღჭურვილობის გადამტანი ბორანი ჩაიძირა, რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები კი დაშავდნენ.