რუსული მედიის ცნობით, ტულის რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და სამი შენობა დაზიანდა
რუსული მედიის ცნობით, ტულის რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და სამი შენობა დაზიანდა

რუსეთის ტულის რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და სამი შენობა დაზიანდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ქალაქ კირეევსკის ცენტრში აფეთქების მიზეზი უკრაინის „ტუ-141 სტრიჟის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავი გახდა. გავრცელებული ცნობით, უპილოტო საფრენ აპარატზე ასაფეტქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული.

ქალაქი კირეევსკი უკრაინის საზღვრიდან – 300 და მოსკოვიდან სამხრეთით, 175 კილომეტრში მდებარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემების დაჯგუფებამ, რომელიც მოიცავს „ეს 300“ და „პანცირ-ეს1“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე „პოლე-21“-ის ტიპის ელექტრონული ომის სისტემებს, მოახდინა ზემოქმედება უკრაინულ დამრტყმელ თვითმფრინავზე, რის შედეგადაც მისი სანავიგაციო სისტემა გაითიშა და ჩამოვარდა.