რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე, ბულგარეთის ნაცვლად, საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა
რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე, ბულგარეთის ნაცვლად, საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა

რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე არა ბულგარეთის, არამედ საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარტასიიუწყება, სოფიამ რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში შეშვებაზე უარი თქვა, რადგან ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა იმყოფებოდა.

ბულგარეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსული დელეგაციის ფრენაზე ნებართვა არ ვრცელდება მარია ზახაროვაზე, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული, და არც დელეგაციის სხვა წევრებზე, რომლებიც ბრიუსელს „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი. ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ნოტაში.

ბულგარეთის მიერ რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გამო ლავროვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები სკოპიეში თურქეთისა და საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით მოხვდნენ.

ცნობისთვის, ეუთო-ს მინისტერიალზე ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის დაშვების გამო შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. შეხვედრას დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი. სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.