რუსული მედიის ცნობით, რუსული ჯარის ორი დაჯგუფება „ცენტრი“ და „ვოსტოკი“ დონეკცის რეგიონის დასავლეთ საზღვარზე გავიდნენ და დნეპროპეტროვსკის რეგიონში წინ მიიწევენ

18:16, 11.06.2025

რუსული ჯარის ორი დაჯგუფება, „ცენტრი“ და „ვოსტოკი“ უკრაინის დონეკცის რეგიონის დასავლეთ საზღვარზე გავიდნენ და უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონში წინ მიიწევენ, – ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

„55-ე მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები დონეცკის დასავლეთ საზღვარს მიადგნენ და 90-ე სატანკო დივიზიის მოიერიშე ქვედანაყოფებთან ერთად დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ცენტრის“ და „ვოსტოკის“ ჯგუფებთან დაპირისპირების დროს უკრაინის არმიამ ბოლო ერთ დღეში 700-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, დნეპროპეტროვსკის რეგიონში სამხედროების მოქმედებები ბუფერული ზონის შესაქმნელად საბრძოლო სამუშაოების ნაწილია.

მსგავსი