რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 132 უკრაინული დრონი გაანეიტრალა
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 100-ზე მეტი დრონი გაანეიტრალეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, მოსკოვის დროით 13:00 საათიდან 20:00 საათამდე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 132 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
გავრცელებული ცნობით, ბელგოროდის ოლქში – 46, ბრიანსკის ოლში – 42, კალუგის ოლქში – 15, მოსკოვის ოლქში – 12, კურსკის ოლქში – შვიდი, ლიპეცკის ოლქში – ოთხი, რიაზანისა და ორიოლის ოლქებში – ორ-ორი, ტულის ოლქსა და ყირიმში კი – თითო-თითო დრონი გაანეიტრალეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი მებრძოლები რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ყოველდღიურად ესხმიან თავს.