რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონი იმ პირთა „უცხოელ აგენტებად“ ცნობაზე, რომლებიც თანამშრომლობენ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა წევრიც რუსეთი არ არის
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონი იმ პირთა „უცხოელ აგენტებად“ ცნობაზე, რომლებიც თანამშრომლობენ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა წევრიც რუსეთი არ არის

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი იმ პირების „უცხოელ აგენტებად“ ცნობის შესახებ, რომლებიც თანამშრომლობენ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა წევრიც რუსეთი არ არის.

კერძოდ, რუსული მედიის ცნობით, კანონი უცხო ქვეყნის აგენტად ცნობს პირს, ვინც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის სტრუქტურებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაწყვეტილებების აღსრულებაში, თუკი ისინი მიმართულია რუსეთის „უსაფრთხოების წინააღმდეგ“.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, უცხო აგენტებად შეიძლება ცნონ პირები, რომლებიც, რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით, სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის შესახებ ცნობების მოგროვებაში ჩართავენ მესამე პირებს.

როგორც რუსული მედია წერს, „უცხოელი აგენტები“ ვერ შეძლებენ განათლების სფეროში მუშაობას. კანონი „უცხოელ აგენტებს“ ასევე უკძალავს სახელმწიფო კორპორაციების მართვას და მუნიციპალური ფინანსური დახმარების მიღებას.