რუსული მედიის ცნობით, ლუგანსკში, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
ლუგანსკში, სტარობელსკის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
მედიის ინფორმაციით, ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია და ნანგრევებიდან ყველა ცხედარი ამოყვანილია.
თავდასხმის დროს დაღუპულთა პატივსაცემად 24 და 25 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
როგორც მედია წერს, გადარჩენილი სტუდენტები აცხადებენ, რომ დრონები მათ თავზე დიდხანს დაფრინავდნენ და ზუსტად უმიზნებდნენ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა. როგორც პუტინმა განაცხადა, თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა და მას ტერაქტი უწოდა.