რუსული მედიის ცნობით, ლიპეცკთან ავარიის შემდეგ, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის მძღოლი დააკავეს
რუსული მედიის ცნობით, ლიპეცკთან ავარიის შემდეგ, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის მძღოლი დააკავეს

ლიპეცკთან ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის მძღოლი დააკავეს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მეხუთე ნაწილის 264-ე მუხლით აღიძრა, რაც საგზაო მოძრაობის წესებისა და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დარღვევით, გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის სიკვდილს გულისხმობს.

ავარია გუშინ საღამოს სატნოვლიანსკის რაიონში მოხდა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. სულ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსში 19 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრებიც და მძღოლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.