რუსული მედიის ცნობით, კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა
რუსული მედიის ცნობით, კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა

კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის ოლქის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ნებაყოფლობით ევაკუაცია მოეხდინა რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიებიდან. მოქალაქეებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად გადაადგილება პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – წერს რაიონის ხელმძღვანელი ანდრეი ბელუსოვი საკუთარ სოციალურ ქსელში.

ამასთან, როგორც ბელუსოვი აღნიშნავს, უახლოეს დღეებში რილსკის რაიონის ადმინისტრაცია და სხვა ორგანოები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

ცნობისთვის, რუსულმა მხარემ 6 აგვისტოს უკრაინის მიერ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობის შესახებ განაცხადა. კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა 7 აგვისტოს გააკეთა და მომხდარს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. კურსკში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებს, ოფიციალური ინფორმაციით, ოთხი ადგილობრივი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობებით, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.