რუსული მედიის ცნობით, „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანია ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას უჩერებს
რუსული მედიის ცნობით, „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანია ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას უჩერებს

რუსული „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანია ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას უჩერებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, „რაო ნორდიქ ოის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინეთს დენის მიწოდება გადასახადის გადაუხდელობის გამო შეუჩერდება.

„იძულებული ვართ 14 მაისიდან შევაჩეროთ ელექტროენერგიის იმპორტი. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და რუსეთთან ელექტროენერგიის ვაჭრობა განახლდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავდროულად, ფინური ქსელის ოპერატორი „ფინგრიდი,“ აცხადებს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზარს არაფერი ემუქრება. მაისის დასაწყისში ჰელსინკიმ უარი თქვა „ჰანჰიკივი-1“-ის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე „როსატომთან“ ერთად. ფინურმა მხარემ განაცხადა, რომ ბოლო წლებში პროექტი განიცდიდა მნიშვნელოვან და მზარდ შეფერხებებს და უკრაინის მოვლენებმა რისკები გაამწვავა.