რუსული მედიის ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოქალაქეების ნაწილმა, რუსეთის პასპორტები გამარტივებული წესით მიიღო
რუსული მედიის ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოქალაქეების ნაწილმა, რუსეთის პასპორტები გამარტივებული წესით მიიღო

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოქალაქეების ნაწილმა, რუსეთის პასპორტები გამარტივებული წესით მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

პასპორტების აღების ცერემონია როსტოვის ოლქში გაიმართა, პასპორტი 60-მა ადამიანმა აიღო.

აპრილის ბოლოს, როსტოვის ოლქში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მიგრაციული განყოფილება გაიხსნა, რომლებიც სატესტო რეჟიმში მუშაობენ.

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. პუტინის ამ გადაწყვეტილებას მკაცრი რეაქცია მოჰყვა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთი ამ პროვოკაციული ნაბიჯით, თავს ესხმის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.