რუსული მედიის ცნობით, ბაშარ ასადი მოსკოვში იმყოფება

22:09, 08.12.2024

რუსული სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ბაშარ ასადი მოსკოვშია.

მედიის ცნობით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩაფრინდა.

რუსული მედია კრემლის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასადს და მის ოჯახს რუსეთმა თავშესაფარი მიანიჭა.

მსგავსი