რუსული მედიის ცნობით, სასამართლომ თაღლითობასა და მოსამართლის შეურაცხყოფაში ბრალდებული ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო
რუსული მედიის ცნობით, სასამართლომ თაღლითობასა და მოსამართლის შეურაცხყოფაში ბრალდებული ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო

რუსული მედიის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თაღლითობასა და მოსამართლის შეურაცხყოფისთვის დამნაშავედ ცნეს.

სხდომა მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლოში გაიმართა.

„ნავალნიმ ჩაიდინა თაღლითობა, მოტყუების გზით მიითვისა სხვისი ქონება“, – ნათქვამია განაჩენში, რომელიც მოსამართლე მარგარიტა კოტოვამ წაიკითხა.

როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, ნავალნი ასევე დამნაშავედ ცნეს სასამართლოს მიმართ ღიად გამოთქმული უპატივცემულობის გამო. მედიის ცნობით, სასჯელი განაჩენის დასკვნით ნაწილში მას შემდეგ განისაზღვრება, რაც სასამართლო საქმეზე შეგროვებულ მტკიცებულებებს შეაჯამებს.