რუსული მედიის ცნობით, ახალი მოსკოვის რაიონში რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი დრონი ჩაახშვეს, კიდევ ერთი დრონი კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს

09:55, 04.07.2023

ახალი მოსკოვის რაიონში რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი დრონი ჩაახშვეს, ერთი დრონი კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს, – ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

„წინასწარი მონაცემებით, სამი უპილოტო თვითმფრინავი სხვადასხვა დროს მოსკოვისკენ მიემართებოდა. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი მათგანი ახალ მოსკოვში ჩავახშვეთ, ერთი კი – კალუგის რეგიონში“, – აღნიშნავს წყარო მედიასთან საუბრისას.

ამასთან, „ტასის“ ცნობით, მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი