რუსული მედია წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დილიდან ე.წ. დუმილის რეჟიმი გამოაცხადა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათიდან ე.წ. დუმილის რეჟიმი გამოაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მათი ინფორმაციით, „დუმილის რეჟიმი“ მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასვლის მიზნით წესდება.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული კორიდორები და გასვლის მარშრუტები უკრაინის ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული.