რუსული მედია ქვეყნის არმიის მიერ უკრაინულ აეროდრომებზე განხორციელებულ თავდასხმაზე ავრცელებს ინფორმაციას
რუსული მედია ქვეყნის არმიის მიერ უკრაინულ აეროდრომებზე განხორციელებულ თავდასხმაზე ავრცელებს ინფორმაციას. რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში სამხედრო აეროდრომები, საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დააზიანეს.
რუსეთის თავდაცვის უწყების თანახმად, დარტყმები განხორციელდა სამხედრო აეროდრომებზე, სატრანსპორტო და საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი კომპონენტების წარმოებისა და შენახვის ობიექტებზე, ლოჯისტიკურ ცენტრებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების დროებითი განლაგების ადგილებზე 149 რაიონში.
თავდასხმები განხორციელდა ტაქტიკური ავიაციის, თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების, სარაკეტო ძალებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო დაჯგუფებების გამოყენებით.