რუსული მედია - ამერიკელ დიპლომატებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად არ დაუშვებენ
რუსული მედია - ამერიკელ დიპლომატებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად არ დაუშვებენ

ამერიკელ დიპლომატებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად არ დაუშვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ინტერფაქსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე სერგეი რიაბკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რაც შეეხება ამერიკელი დიპლოამტებს, ისინი არ იქნებიან ამ პროცესზე დაშვებულები, რადგან 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები არ დაუშვეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების შესახებ რუსეთში მომუშავე ამერიკის დიპლომატიურ მისიას შეტყობინება უკვე გაუგზავნა. რიაბკოვის თქმით, ეს შეზღუდვა არ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ეუთო-ს მისიის ფარგლებში გეგმავენ საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას.