რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო კლუბები აზიის ჩემპიონთა ლიგაში შეძლებენ გამოსვლას. როგორც რუსული პრესა წერს, რუსეთის საფეხბურთო კავშირი ამგვარ ვარიანტს განიხილავს 2022-23 წლების ჩემპიონატის პროექტის შედგენისას.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, მომდევნო სეზონი რუსეთში გარდამავალი იქნება, რადგან იქ 2023 წლიდან გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლას აპირებენ.
გარდამავალი ჩემპიონატის თარიღია – 2022 წლის 25 ივნისიდან 20 ნოემბრამდე. ამ ტურნირის პირველი ორი გუნდი მიიღებს საგზურს აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.