რუსული გამოცემა - „სპარტაკი“ ანანიძის იჯარაში 2 მილიონს ითხოვდა
რუსული გამოცემა - „სპარტაკი“ ანანიძის იჯარაში 2 მილიონს ითხოვდა
„ჯანო ანანიძის იჯარასთან დაკავშირებით, ტულის „არსენალის“ მოლოდინი არ გამართლდა“, – ინფორმაციას „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ტულის რეგიონული გამოცემა ავრცელებს.
 
რუსეთში საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის „სპარტაკს“ დატოვებდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის დამატების სურვილი პირველად სწორედ ტულის „არსენალის“ ხელმძღვანელებმა გამოხატეს.
რუსული გამოცემის ცნობით, ჯანო ანანიძის ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი მოსკოვური კლუბის გადამეტებული მადა აღმოჩნდა.
„მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ტულას „არსენალში“ ვერ ითამაშებს. საქმე ისაა, რომ გუნდმა მისი იჯარის საფასურად მინიმუმ 2 მილიონი ევრო მოითხოვა“, – წერს გამოცემა.
სავარაუდოდ, ქართველი ნახევარმცველი კარიერას თურქეთის სუპერლიგის „დენიზლისპორში“ გააგრძელებს. რუსული მედიის ცნობით, თურქული გუნდი მოსკოველებს შეუთანხმდა, რომ ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატებს, ხოლო „სპარტაკი“ ანანიძეს ხელფასის ნაწილს გადაუხდის.