რუსული ძალების მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად, კიევში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა
რუსული ძალების მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად, კიევში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

რუსული ძალების მიერ „შაჰედის“ ტიპის დრონებით უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა. ამასთან, კიევში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, პეჩერსკის რაიონში მრავალსართულიან შენობაში ნანგრევების ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია. მაშველებმა 20 ადამიანი გადაარჩინეს.

დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სპეციალისტები კიევში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ. ელექტროენერგიის გათიშვის გამო, კიევში ამჟამად მეტრო შეფერხებებით მუშაობს. ამასთან, გასული ღამის განმავლობაში რუსებმა ზაპოროჟიესაც შეუტიეს. თავდასხმის შემდეგ დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.