რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ, საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო
რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ, საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ. აფეთქებების ხმა ისმის ოდესაში. უკრაინის ხელისუფლება სარაკეტო იერიშებს ელოდება ლვოვის ოლქშიც.

როგორც მედია წერს, საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ნიკოლაევის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს შავ ზღვაში ხუთი სამხედრო ხომალდი ჰყავს საბრძოლო მზადყოფნაში, რომლებიც „კალიბრის“ ტიპის 36 რაკეტით არიან აღჭურვილი.