რუსული დოპინგის შესახებ ინფორმატორებს აშშ-ში ცხოვრების უფლებას მისცემენ #1TVSPORT

20:26, 23.02.2022

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა სტივ კოენმა შესთავაზა კონგრესს – მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ცხოვრების უფლებას მისცემენ რუსეთის ყველა იმ მოქალაქეს, ვინც რუსულ სპორტში არსებული დოპინგის შესახებ ინფორმატორი გახდება.

ეს იდეა მოიწონა ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტომ (USADA).

„ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა – დავეხმაროთ იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გარისკონ თავიანთი კეთილდღეობით, რათა დაიცვან სუფთა სპორტი, სპორტსმენების უფლებები და პატიოსანი თამაშის პრინციპები“, – განაცხადა USADA-ს პრეზიდენტმა ტრევის ტაიგარტმა.

მსგავსი