რუსთავში სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღება სცადეს
რუსთავში სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღება სცადეს

თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთავში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში ერთი პირი შეიჭრა, რომელიც პოლიციამ დააკავა.

პირველი არხის კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ თავდამსხმელი დაახლოებით 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო და სავარაუდოდ, მას იარაღი ჰქონდა. მათივე ცნობით, დაკავებული პირი წლებია, ტაქსის მძოლად მუშაობს, ის ნასვამი იყო და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

პირველი არხი მომხდარის დეტალების დასაზუსტებლად შსს-ს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში ბანკზე თავდასხმას უარყოფენ.